ქვის ცვენის გამო ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ქვის ცვენის გამო ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი, ალპანა, მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რომელმაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. ქვის ცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე აკრძალულია ყველა სახის ავტო ტრანსპორტის მოძრაობა. გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.