ქვილითაია “აპოელს” გულთბილად დაემშვიდობა

საქართველოს ნაკრების 30 თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია “აპოელიდან” “არისში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და სოციალური ქსელით აწ უკვე თავის ყოფილ გუნდს გულთბილად დაემშვიდობა.
ქვილითაიამ აღნიშნა, რომ “აპოელში” შესანიშნავი პერიოდი გაატარა, გულშემატკივრების სიყვარულს გრძნობდა, მათი მხარდაჭერის გადახდას მთელი ძალებით ცდილობდა, გუნდს ჩემპიონის ტიტულის მოგებაში დაეხმარა, რასაც კლუბი დიდი ხანი ელოდა, მიზანს მიაღწიეს, ყველასი მადლობელია, გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო და ახლა მის კარიერაში ახალი ციკლი იწყება.
“არისმა” გასულ სეზონში ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა, კლუბის პრეზიდენტი ბელარუსი ბიზნესმენი ვლადიმერ ფიოდოროვია, მწვრთნელი კი მისი
თანამემამულე ალეკსეი შპილევსკი. ამ გუნდში რუსი ფორვარდი ალეკსანდრ კოკორინი თამაშობს.
კვიპროსის პირველობა 24 აგვისტოს აიღებს სტარტს – “არისი” სტუმრად “კარმიოტისას” დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში