ქვეშეთი-კობის პროექტის მთავარი გვირაბი ამ დროისთვის 8500 მეტრზეა გაჭრილი

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში მთავარი, 9 კმ-იანი გვირაბის 8500 მეტრი უკვე გაჭრილია. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ახალი 9 კმ-იანი გვირაბი, საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. ამის პარალელურად მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანა, სადაც 6800 მეტრი არის გაბურღული და მისასვლელი გზების მშენებლობა.
ქვეშეთი-კობის პროექტის პროექტის დასრულება დაგეგმილია, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში.