ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას 4 მუშა დაიღუპა, ერთი გადაყვანილია კლინიკაში

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასა ჩამოიშალა.
სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი — თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები — ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვნენ. ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ხოლო ერთი ადამიანი გადაყვანილია კლინიკაში.
„ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორი კომპანიისგან მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მაქსიმალურ გამკაცრებას და სამუშაო წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვას“, — ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტი.