ქვეყნის ღალატის და გარე ძალების ინტერესებში დგომის ხელწერილს, რაზეც ოპოზიციას ხელი აქვს მოწერილი, თავისი ფასი აქვს – პაპუაშვილი

ქვეყნის ღალატის და გარე ძალების ინტერესებში დგომის ხელწერილს, რაზეც ოპოზიციას ხელი აქვს მოწერილი, თავისი ფასი აქვს – პაპუაშვილი
ყველაფერზე წამსვლელია ეს ოპოზიცია, რათა რაიმენაირად ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. ეს ვნახეთ ჩვენ როგორც სააკაშვილის შემთხვევაში, ისე სხვა ანალოგიურ შემთხვევებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე სუს-ში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის ღალატის და გარე ძალების ინტერესებში დგომის ხელწერილს, რაზეც ოპოზიციას ხელი აქვს მოწერილი თავისი ფასი აქვს და ეს არის, რომ ყველაფერზე წავიდნენ.
„ეს გამოძიების თემაა და გამოძიება სრულად დაადგენს რასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება მოლოდინებს და წარმოდგენებს, ჩვენ არ გვაქვს ილუზია და გვაქვს ყველანაირი მოლოდინი, რომ ეს ოპოზიცია ყველაფერზე წამსვლელია. შეგახსენებთ, როგორ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე. ამ ოპოზიციამ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შეთანხმებით, ქვეყანაში შემოაპარა . ჩვენ ხომ ვიცით, რომ სააკაშვილის ქვეყანაში ფარულად შემოპარება ორგანიზებული იყო უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიერ. დღესაც უფროსის მოადგილის პოზიციაზეა გია ლორთქიფანიძე, რომელმაც დააორგანიზა მიხეილ სააკაშვილის ფარულად შემოპარვა. მანამდე, მიხეილ სააკაშვილი ევროპის დედაქალაქებში იმყოფებოდა და მას სხვა დროსაც წითელ ხალიჩებს უგებდნენ, ისე ეგებებოდნენ. ვნახეთ, რით დასრულდა ეს ყველაფერი, კინაღამ საქართველო ჩაითრიეს სამოქალაქო დაპირისპირებაში.
რომ არა ზუსტად ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ახლა ამ საქმეს იძიებს, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართულობა, ვინ იცის, რა მოხდებოდა 2021 წლის ს წინა დღეს, როგორ აირეოდა აქ სიტუაცია, ვისი ტყვია გაისროდა, ბოლოს ვისი ტანკი დადგებოდა ამ ქვეყანაში. ამიტომ, ამ ოპოზიციისგან ჩვენ ნუ გვაქვს წარმოდგენა, რომ რაიმეზე უკან დაიხევენ. მათ უკან დასახევი გზა არ აქვთ. ის ფურცელი, რაზეც მათ ხელი აქვთ მოწერილი, ქვეყნის ღალატის და სხვა ჯგუფების და გარე ძალების ინტერესებში დგომის ხელწერილი, ამ ხელწერილს და ამ პირობას თავისი ფასი აქვს და ეს ფასი არის, რომ მოიცილონ ყველანაირი მორალური ზღვარი და შებოჭვა, წავიდნენ ყველაფერზე. ამიტომ წარმოდგენა ის არის, რომ ყველაფერზე წამსვლელია ეს ოპოზიცია, რათა რაიმენაირად ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. ეს ვნახეთ ჩვენ როგორც სააკაშვილის შემთხვევაში, ისე სხვა ანალოგიურ შემთხვევებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიება მიმდინარეობს ში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და დაფინანსებით დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ს მკვლელობის მომზადების ფაქტებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გამყრელიძე – ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც