ქვეყნის მასშტაბით, 3036 სუროგატი დედაა რეგისტრირებული, 2012 წლიდან დღემდე კი სუროგაციის გზით 5393 ბავშვი დაიბადა

ქვეყნის მასშტაბით, 3036 სუროგატი დედაა რეგისტრირებული, 2012 წლიდან დღემდე კი სუროგაციის გზით 5393 ბავშვი დაიბადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროს, სერვისების განვითარების სააგენტოდან საჯარო წესით გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2012 წლიდან დღემდე, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებიდან 54 მკვდრადშობილი იყო.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სუროგაციის გზით ყველაზე მეტი ბავშვი – 933, 2023 წლის 11 თვეში დაიბადა, მათ შორის 4 მკვდრადშობილია. 2022 წელს სულ 838 ბავშვია დაბადებული, 2021 წელს კი სუროგაციის გზით 318 ახალშობილი გაჩნდა.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, მონაცემები სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ რეგისტრირებული სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა სამოქალაქო აქტების ჩანაწერებს ეყრდნობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)