ქვეყნის ეკონომიკა წინა საუკუნის ინფრასტრუქტურაზე დგას | “ლელო” ჩაგდებულ პროექტებზე

“ოცნების” მიერ ჩაგდებული და განუხორციელებელი პროექტები – “ლელოში” აცხადებენ რომ ხელისუფლების დამსახურებით, ქვეყნის ეკონომიკა წინა საუკუნის ინფრასტრუქტურაზე დგას, რაც სახელმწიფოს განვითარების საშუალებას არ აძლევს.
მათივე თქმით, ამის დასტურია მილიონიანი ქალაქის რკინიგზის ცარიელი სადგური, რომელიც კარგად ასახავს იმ გაჩერებულ მდგომარეობას, რომელშიც ქვეყნის ინფრასტრუქტურაა.