ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ თავის წვლილი შეიტანოს ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების საკითხის გადაწყვეტაში – დავით მათიკაშვილი

ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად “ქართული ოცნება” პოლიტიკურ პარტიებს და NGO-ებს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია პროცესში ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, თუმცა მათი ნაწილის გულწრფელობაში მას ეჭვი ეპარება.
“ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ თავის წვლილი შეიტანოს ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების საკითხის გადაწყვეტაში, თუმცა, მომეცით უფლება, ეჭვი შევიტანო ოპოზიციის დიდი ნაწილის გულწრფელობაში, რადგან მათ, სამწუხაროდ, დღემდე არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოებულიყო და მგონია, რომ არც ახლა გამოიჩენენ განსაკუთრებულ ძალისხმევას. თუ კი ასეთი რამ იქნება, ეს იქნება ილუზორული მხოლოდ იმიტომ, რომ ცალკეულ საკითხებში საზოგადოებას დაანახონ თავისი მონაწილეობა, თუმცა სავარაუდოდ, დესტრუქციისთვის იქნება გამოყენებული მათი მონაწილეობა, ვიდრე კონსტრუქციული სწორი ნაბიჯებისთვის”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეხვედრასთან დაკავშირებით ხელისუფლების ინიციატივა სწორი ნაბიჯია.
“შეხვედრა, ხელისუფლების მხრიდან, სწორი ინიციატივაა. ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ვიმსჯელოთ საკითხების ირგვლივ, ვის როგორ ესახება თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, მუშაობის წარმართვა და ამ ყველაფრის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილებები. მთავარი ამოცანა არის ის რომ რეალურად ვიყოთ ინკლუზიური პროცესში ჩართულები, პროცესების სწორად დაგეგმვის მიზნით”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება

ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას