ქვეყნებში, რომლებსაც სურთ ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ, აუცილებელი რეფორმები უნდა გატარდეს, რუსეთის იმპერიალიზმის ფონზე EU-ს არ შეუძლია ნაცრისფერი ზონების დაშვება | ბერბოკი

ქვეყნებში, რომლებსაც სურთ ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ, აუცილებელი რეფორმები უნდა გატარდეს, ს იმპერიალიზმის ფონზე EU-ს არ შეუძლია ნაცრისფერი ზონების დაშვება | ბერბოკი
იმ ქვეყნებში, რომლებსაც სურთ ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ, აუცილებელი რეფორმები უნდა გატარდეს – აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სლოვენიაში ვიზიტის დროს.
ბერბოკის თქმით, ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს თავისი სიტყვა და გაფართოებისკენ გადადგას ნაბიჯები, თუმცა ამისთვის აუცილებელია რეფორმები. როგოგრც გერმანელი დიპლომატი ამბობს, რუსეთის იმპერიალიზმის ფონზე, ევროკავშირს არ შეუძლია რაიმე ნაცრისფერი ზონების დაშვება:
“დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები მთლიანად და აბსოლუტურად ეკუთვნიან ევროკავშირს. ეს არ არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები. ეს შედის ჩვენი პირადი უსაფრთხოების ინტერესებში – ლუბლიანაში, ბერლინში და მთელ ევროპაში. იმისათვის, რომ ის რეალობად იქცეს, აუცილებელი რეფორმები უნდა დასრულდეს იმ ქვეყნებში, რომლებსაც სურთ გახდნენ ევროპული ოჯახის ნაწილი. ამავდროულად, ევროკავშირმა უნდა შეასრულოს თავისი სიტყვა და გადადგას შემდეგი ნაბიჯები გაფართოების პროცესში, მას შემდეგ რაც პირობები შესრულდება. რუსეთის იმპერიალიზმის ფონზე ევროპის გულში, ევროკავშირს არ შეუძლია რაიმე ნაცრისფერი ზონების დაშვება. ” თქვა ბერბოკმა.

ასევე დაგაინტერესებთ