საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, გასულ წელს რუსეთიდან 1,526 მლრდ დოლარზე მეტი გადმოირიცხა.
უწყების მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში საქართველოში 4,123 მლრდ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა, საიდანაც 37% რუსეთზე მოდის.
2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში 308,285 მლრდ დოლარი გადმოირიცხა, აქედან მეხუთედზე მეტი, ჯამში 70,584 მლ დოლარი, რუსეთზე მოდის.
ქვეყნები, საიდანაც 2023 წელს ყველაზე მეტი თანხა ჩაირიცხა:
· რუსეთი – 1,526,810 მლრდ აშშ დოლარი
· იტალია – 518,564 მლნ აშშ დოლარი
· აშშ – 456,391 მლნ აშშ დოლარი
· საბერძნეთი – 242,997 მლნ აშშ დოლარი
· გერმანია – 228,642 მლნ აშშ დოლარი
· ისრაელი – 215,158 მლნ აშშ დოლარი
· ყაზახეთი – 198,737 მლნ აშშ დოლარი
· თურქეთი – 112,813 მლნ აშშ დოლარი
· აზერბაიჯანი – 46,426 მლნ დოლარი
· ესპანეთი – 61,954 მლნ აშშ დოლარი