ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.1 მლნ დოლარი (815 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.8%-ით ნაკლებია 2023 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შემოსული გზავნილების 16.88% ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის – 50.34 მილიონი დოლარი, რაც 24.54%-ით მეტია 2023 წლის ივლისთან შედარებით.

მეორე ადგილზეა იტალია (16.4%), საიდანაც  გასულ თვეში 48.88 მილიონი დოლარი გადმოირიცხა – ეს წინა წელთან შედარებით 6.58%-იანი მატებაა.

მესამე ადგილზეა  (15.25%) 45.47 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2023 წლის ივლისთან შედარებით 38.55%-იანი კლებაა.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

  1. აშშ – $50.34 მლნ;
  2. იტალია – $48.88 მლნ;
  3. რუსეთის ფედერაცია – $45.47 მლნ;
  4. გერმანია – $24.70 მლნ;
  5. საბერძნეთი – $23.21 მლნ;
  6. – $21.69 მლნ;
  7. ყაზახეთი – $10.51 მლნ;
  8. თურქეთი – $9.17 მლნ;
  9. – $7.84 მლნ;
  10. ესპანეთი – $7.04 მლნ;
  11. ირლანდია – $5.7 მლნ;
  12. გაერთიანებული სამეფო – $5.5 მლნ;
  13. საფრანგეთი – $5.34 მლნ;
  14. აზერბაიჯანი – $3.69 მლნ;
  15. პოლონეთი – $2.99 მლნ;

მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული.

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია.

მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსება უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრები.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”