ქვეყნები, სადაც ChatGPT-ით სარგებლობა აკრძალულია (forbs.ge)

ქვეყნები, სადაც ChatGPT-ით სარგებლობა აკრძალულია (forbs.ge)
ს მიმართ მთავრობებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსხვავებული პოლიტიკა აქვთ. ზოგი ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაში შესაძლებლობა დაინახოს და ის მაქსიმალურად აითვისოს, ზოგიც კი მას საფრთხედ აღიქვამს და პოლიტიკური, კულტურული თუ სხვა მიზნებით კრძალავს მის გამოყენებას. ყველაზე პოპულარული -პლატფორმა ChatGPT-ის გამოყენება ამჟამად 20-მდე ქვეყანაშია აკრძალული.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნების უმეტესობაში, სადაც ChatGPT-ი ხელმიუწვდომელია, ის მთავრობებმა აკრძალეს, რამდენიმე მათგანში კი თავად პლატფორმა არ ფუნქციონირებს. აკრძალვების უმეტესობა ისეთ ქვეყნებზე მოდის, სადაც ინტერნეტის გამოყენება მკაცრად კონტროლირებადია. მათ შორისაა: ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა.
ამ სახელმწიფოების მთავრობებს თითქმის ყველა უცხოურ პლატფორმაზე წვდომა აკრძალული აქვთ. თავად აღნიშნულ გადაწყვეტილებებს ინფორმაციის კონტროლისა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებით ხსნიან, თუმცა რეალურად ეს ცენზურის ნაწილია. შესაბამისად, ისინი, რომელთაც ამის ტექნოლოგიური შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ მოსახლეობას ადგილობრივ ალტერნატივას სთავაზობენ. ასეთია ჩინეთი, სადაც მოსახლეობა ხელოვნური ინტელექტის ისეთ პლატფორმებს იყენებს, როგორებიცაა: DeepSeek-ი, Baichuan-ი, Hunyuan-ი და სხვა.
ისეთ ქვეყნებში, სადაც ღია კონფლიქტები მიმდინარეობს, აკრძალვა ძირითადად უსაფრთხოების მიზნითა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობით აიხსნება. მსგავს სახელმწიფოებს სირია, ავღანეთი, იემენი, ლიბია და სუდანი მიეკუთვნება.
როგორც აღვნიშნეთ, არსებობს ქვეყნებიც, სადაც OpenAI საკუთარ სერვისებს თავისი გადაწყვეტილებით არ აწვდის. მაგალითად, ჰონგ-კონგსა და ბელარუსში ChatGPT-ის ხელმიუწვდომლობა დაკავშირებულია არა ცენზურასთან, არამედ ბიზნესის, მარეგულირებლის ან იურიდიულ სირთულეებთან.
წარმოგიდგენთ ქვეყნების სიას, სადაც ChatGPT-ის გამოყენება აკრძალულია:
forbes.ge