ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი AI სტარტაპი ფუძნდება

ხელოვნური ინტელექტის როლი და ფუნქცია თანამედროვე საზოგადოების, მსოფლიოს განვითარებაში ყოველდღიურად იზრდება. ტექნოლოგიური პროგრესი ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული კომპანიების რიცხვს გეომეტრიული პროგრესიით ზრდის. A.I. სწორედ ის ტექნოლოგიაა, რომელსაც უკეთესი სამყაროს შექმნის პოტენციალი აქვს. ტექნოლოგიის ბენეფიტებითა და დადებითი შედეგებით კი სწორედ ის ისარგებლებს, ვინც ხელოვნური ინტელექტის ათვისებისათვის რბოლაში დაწინაურდება. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოები ამგვარი ტექნოლოგიებისათვის მიმზიდველ გარემოს სულ უფრო დიდი ძალისხმევით ქმნიან.
გასაკვირი არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ამ მხრივ და ჩინეთი ლიდერობენ. 2013-2023 წლებში შტატებში 5 509 AI კომპანია დაფუძნდა, რაშიც 335 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ჩინეთის შემთხვევაში სტარტაპების რაოდენობა 1446-ით განისაზღვრება, საინვესტიციო მოცულობამ კი 104 მილიარდი დოლარი შეადგინა. მესამე ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს. ათწლიან პერიოდში იქ 22 მილიარდი დოლარის ინვესტირებით 727 AI შეიქმნა.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით აშშ-ში AI სტარტაპებში განხორციელებული კერძო ინვესტიციების მოცულობა 22%-ით გაიზარდა, თუმცა ამის პარალელურად, ინვესტიციების ოდენობა ჩინეთში 44%-ით, ხოლო ბრიტანეთში 14.1%-ით შემცირდა.
რეიტინგის ათეულში შემავალ დარჩენილ ქვეყნებს შორის ასევე ვხვდებით:
ისრაელს – 442 სტარტაპი;
კანადას – 397 სტარტაპი;
საფრანგეთს – 391 სტარტაპი;
ინდოეთს – 338 სტარტაპი;
იაპონიას – 333 სტარტაპი;
გერმანიას – 319 სტარტაპი;
სინგაპურს – 193 სტარტაპი.
საინტერესოა ისიც, თუ რა ინდუსტრიები ჭარბობენ ხელოვნური ინტელექტის ახლად დაარსებულ სტარტაპებში. 2023 წელს ყველაზე მეტი თითქმის 20 მილიარდი – AI ინფრასტრუქტურის, კვლევისა და მისი შემდგომი მართვის მიმართულებებზე მომუშავე სტარტაპი დაფუძნდა, რომლებმაც 18 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის მობილიზება შეძლეს. საუბარია ძირითადად ისეთ სტარტაპებზე, რომლებიც AI აპლიკაციებს ქმნიან.
საკმაოდ მსხვილი წილი უკავია ბუნებრივი ენის დამუშავების – ე.წ. NLP AI სტარტაპებსაც. ეს არის ხელოვნური ინტელექტის ტიპი, რომელიც კომპიუტერებს ამა თუ იმ ენის გაგების, დამუშავებისა და ინტერპრეტაციის შესაძლებლობას აძლევს. ამ ტექნოლოგიისგან ბიზნესს არაერთი ბენეფიტის მიღება შეუძლია, განსაკუთრებით ფინანსური სერვისების ნაწილში, სადაც NLP მომხმარებელთა დამხმარე, მხარდამჭერ თუ მრჩეველ ავტომატიზებულ ჩეტბოტებს ქმნის. NLP-ზე ორიენტირებულ სტარტაპებში 2023 წლის განმავლობაში 8 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა და როგორც ნავარაუდევია, მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტექნოლოგიის ტრანსფორმაციულ პოტენციალში ინვესტორები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ