2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა წამოიწყო ინიციატივა BRI. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ინვესტიციების მასიური პროგრამა ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რომელიც საბოლოოდ დააკავშირებდა აზიას ევროპასთან, მოგვიანებით გეგმა მთელს მსოფლიოში გაფართოვდა, მათ შორის, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.
ათწლეულის შემდეგ, ჩინეთი ახლა არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომლის ვალი უამრავ ქვეყანას აქვს. ვადაგადაცილებული გადახდების რაოდენობა კი იზრდება. კვლევითი ორგანიზაცია AidData-ს შეფასებით, მთლიანი დავალიანება ერთ ტრილიონ დოლარზე მეტს აღწევს.
Visualcapitalist-მა იმ ქვეყნების განახლებული რეიტინგი წარმოადგინა, რომლებსაც ჩინეთის ყველაზე დიდი ვალი აქვთ. ამჟამად პირველ ადგილს იკავებს პაკისტანი. შემდეგ მოდის ანგოლა და ა.შ.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩინეთის მთლიანი ეროვნული შემოსავლის საშუალო წლიური ზრდა 13%-ზე მეტია. თუმცა, ქვეყანა ასევე არის ერთ-ერთი უმსხვილესი მსესხებელი დაბალ ან საშუალო შემოსავლის ქვეყნებში და ამავე დროს, არის ყველაზე დიდი ორმხრივი კრედიტორი.
დეტალურად წარმოგიდგენთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ჩინეთის მიმართ ყველაზე მეტი დავალიანება აქვთ 2024 წლის მონაცემებით:
· პაკისტანი – 26.6 მლრდ დოლარი
· ანგოლა – 21.0 მლრდ დოლარი
· შრი ლანკა – 8.9 მლრდ დოლარი
· ეთიპოია – 6.8 მლრდ დოლარი
· კენია – 6.7 მლრდ დოლარი
· ბანგლადეში – 6.1 მლრდ დოლარი
· ზამბია – 6.1 მლრდ დოლარი
· ლაოსი – 5.3 მლრდ დოლარი
· ეგვიპიტე – 5.2 მლრდ დოლარი
· ნიგერია – 4.3 მლრდ დოლარი
2024 წლის თებერვალში ჩინეთმა პაკისტანს 2 მილიარდი დოლარის სესხის ვადა გაუგრძელა. 2024 წლის მარტში მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ანგოლა ყოველთვიურად შედარებით ნაკლებს გადაუხდის ჩინეთს.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან 2022 წლამდე დაბალი ან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანების მთლიანი წმინდა ფინანსური შემოსავლის დაახლოებით 40% წავიდა ჩინეთში. ამ პერიოდის განმავლობაში ჩინეთში გარე კრედიტორებიდან 4 ტრილიონი დოლარი შევიდა – ამ თანხის 32% არის ვალის ნაკადები, ხოლო დანარჩენი 68% კაპიტალი, მათ შორის პორტფელის კაპიტალი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.
უამრავი ფინანსური სირთულეების მიუხედევად, რომელიც ჩინეთს ბოლო 2 წელიწადში დაატყდა თავს, ჩინეთს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვს აზიაში და ერთ-ერთი მთავარი კრედიტორია.
Bpn.ge