ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ მზის ენერგიას გამოიმუშავებენ

ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ მზის ენერგიას გამოიმუშავებენ
2023 წელს მსოფლიოში ელექტროენერგიის გამომუშავება 2.5%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს, 29,925 ტერავატ/საათს მიაღწია.
Energy Institute-ის თანახმად, ენერგეტიკული ტრანზიციის პარალელურად, ერთ წელიწადში ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიის წილიც 29%-დან 30%-მდე გაიზარდა.
ქარისა და მზის სადგურების დადგმული სიმძლავრე 2023 წელს 67%-ით გაიზარდა, წინა წლის რეკორდს 186 გიგავატით გადააჭარბა და 462 გიგავატს მიაღწია. უშუალოდ მზის ენერგიის გამომუშავების ზრდამ 2023-ში 24.2% შეადგინა და 1,641 ტერავატ/საათს მიაღწია.
მზის ენერგიის გენერაციით პირველ ადგილზე ჩინეთია და მასზე მთლიანი მოცულობის 36% მოდის, მეორე ადგილს იკავებს 14.6%-ით, მესამეს კი ინდოეთი 7%-იანი მაჩვენებლით.
აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის გამომუშავებაში ყველაზე დიდი წილი, 60%, კვლავ წიაღისეულ საწვავზე მოდის, ბირთვულ ენერგიაზე კი 9.1%.
ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებმაც 2023 წელს მზის დახმარებით ყველაზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს:
forbes.ge

ასევე დაგაინტერესებთ