ქვეყანა, რომელსაც უკრაინაში ომის დასრულება შეუძლია, ჩინეთია – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ქვეყანა, რომელსაც ში ომის დასრულება შეუძლია, ჩინეთია, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ გერმანულ მედიასთან ინტერვიუშიგანაცხადა.
ჩინეთის ეკონომიკური ვასალი გახდა. თუ ჩინეთი რუსეთს სავაჭრო ემბარგოს დაწესებით დაემუქრება, მაშინ რუსეთი იძულებული გახდება დაემორჩილოს. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ეს არ მოხდება“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
მისი თქმით, დიდ იმედებს არ ამყარებს იმაზე, რომ სტამბოლში 16 მაისს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრა მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს.
„განსაკუთრებული იმედი არ მაქვს, რომ შეხვედრები მნიშვნელოვან შედეგებამდე მიგვიყვანს. ეს რუსეთის განზრახვის გამოცდას წარმოადგენს. თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყვის ან მიუღებელ მოთხოვნებს წამოაყენებს, ეს მხოლოდ დაადასტურებს ჩვენს აზრს, რომ პუტინი მშვიდობისთვის მზად არ არის“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, 16 მაისს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. უკრაინის გუნდს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა, რუსულ მხარეს კი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი. შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი უძღვებოდა.
სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთმა უკრაინისთვის მიუღებელი არაერთი პირობა წამოაყენა. მათ შორის: უკრაინის მიერ ნეიტრალური სტატუსის მიღება, უცხოური ჯარების განთავსების ან მასობრივი განადგურების იარაღის გარეშე; უკრაინამ უარი უნდა თქვას რუსეთისგან რეპარაციების მოთხოვნაზე; უკრაინამ უნდა აღიაროს სა და ოთხი სხვა რეგიონის დაკარგვა, რომლებიც ამჟამად რუსული ჯარების მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულია.
სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ შეხვედრის დროს ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს, ასევე უკრაინისა და რუსეთის ლიდერების დონეზე შესაძლო შეხვედრა.
წყარო: ipn.ge