ქვეყანა, რომელიც უნდა აღმოაჩინო – საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანია

ქვეყანა, რომელიც უნდა აღმოაჩინო – საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანია
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ქვეყნის ტურისტული იმიჯის პოზიციონირება -ის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ბაზრებზე იწყებს. ადმინისტრაციამ დაჯავშნის ტურისტულ პლატფორმასთან Expedia და სამოგზაურო მედია ჯგუფთან Beautiful Destination ერთად ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო.
დაჯავშნის პლატფორმაზე Expedia დეტალური ინფორმაციაა განთავსებული საქართველოს ტურისტული
მიმართულების, ბუნების, კურორტების, ღვინისა და გასტრონომიის შესახებ. პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვა და განთავსების საშუალებების დაჯავშნა.
„გაიცანით საქართველოს უნიკალური ბუნება, გემრიელი სამზარეულო და მდიდარი კულტურა, საქართველოს შესახებ ცოტამ თუ იცის, მაგრამ თქვენ ის უკვე აღმოაჩინეთ“-წერს Expedia. გზამკვლევში ინფორმაციაა განთავსებული იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე დაგეგმილი ფესტივალების, მეღვინეობისა და კულინარიის შესახებ.
Expedia-ს საიტზე საქართველოს შესახებ ბანერებია განთავსებული, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილ გვერდებზე გადასვლა და დაჯავშნა. Beautiful Destinations-ის სოციალური არხების ჯამური აუდიტორია 50 მილიონს აჭარბებს. Expedia-ის მომხმარებელთა რაოდენობა კი 46 მილიონზე მეტია.