ქვეყანა განაგრძობს შეუფერხებლად განვითარებას, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ საპირისპირო მიმართულებით ქვეყნის განვითარების წარმართვას, თუმცა მათ გეგმებს განხორციელება არ უწერია

ქვეყანა განაგრძობს შეუფერხებლად განვითარებას, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ საპირისპირო მიმართულებით ქვეყნის განვითარების წარმართვას, თუმცა მათ გეგმებს განხორციელება არ უწერია
გარკვეულ სუბიექტებს ჩვენს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ჰქონდათ ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნის, გამოწვევის გეგმა, თუმცა ეს გეგმა რეალურად ჩავარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანას ყველა მიმართულებით აქვს კარგი მონაცემები, როგორც დასაქმების, ასევე სავაჭრო ურთიერთობების და ეკონომიკური ზრდის ნაწილში.
„ქვეყანა განაგრძობს შეუფერხებლად განვითარებას. ჩვენი ამოცანაა, დაახლოებით ზრდის იგივე მაჩვენებელზე გავიდეთ, რაც გვქონდა 2024 წელს. შარშან ზრდამ შეადგინა 9.5% და სავსებით რეალურია ასეთი მაჩვენებლის გამეორება მიმდინარე წელსაც. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ საპირისპირო მიმართულებით ქვეყნის განვითარების წარმართვას, თუმცა მათ გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არის, რბილად რომ აღვნიშნოთ, თავიდან ბოლომდე რთულ მდგომარეობაში.
პირველად, გასული 20 წლის განმავლობაში, კოლექტიური ნაცმოძრაობა არ არის წარმოდგენილის აქართველოს პარლამენტში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეუფერხებლად განვითარდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა. ჩვენ ეს დაპირება მივეცით ქართულ საზოგადოებას, ეს დაპირება დიდწილად შესრულდა და რა თქმა უნდა, განვაგრძობთ ამ დაპირების შესრულებას. რადიკალიზმის გარეშე ჩვენი დემოკრატიული სისტემა ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება და ბევრად ნაკლები შეფერხება ექნება ასეთ პირობებში ჩვენს ეკონომიკურ წინსვლასაც და ზოგადად განვითარებას ყველა მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მერცი შეეცდება გახდეს ევროკავშირის ლიდერი ამერიკისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში თუმცა, ვერც ეს განმუხტავს ევროპაში შექმნილ კრიზისს. უკრაინის ომის შემდეგ ტრამპის დღის წესრიგში ევროკავშირის საკითხი დადგება

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი: Forbes Georgia-ს დეზინფორმაციული სტატიის მიზანი ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება კი არ იყო, არამედ ჟურნალისტი კონკრეტული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგით ხელმძღვანელობდა

მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე, კაპიტანი თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი იქნებიან წარდგენილი ბრწყინვალების ორდენზე