“ქვეყანაში ხიხოს RMG Gold-ია ციანიდის მომხმარებელი, ხიხოს აქვს ოქროსთან წვდომა” – მეგი გოცირიძე

პარადოქსია, როცა ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, ვისგანაც მამა გიორგიმ ციანიდი შეიძინა, არც დაკავებისა და ამოღების ფაქტი არსებობს, მაგრამ ცნობილია , რომ კალიუმის ციანიდი ძირითადად გალვანო ტექნიკაში გამოიყენება (მოვერცხლვა, მოოქროვება), ოქროს მოპოვების დროს და ფოლადის ნიტროცემენტირებისას… P.S. ქვეყანაში ხიხოს RMG Gold-ია ციანიდის მომხმარებელი , ხიხოს აქვს ოქროსთან წვდომა , ცემენტის წარმოებასაც ის ფლობს, მაგრამ იქ, სადაც კირკიტაძეს ტრაქტორი ჩაუდეს, სოსანაშვილს სხვისი დეენემი, რომა შამათავას გვამი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს , მამა გიორგისთვის ციანიდის ჩადებამ როგორ და რატომ უნდა გაგვაკვირვოს. მამა გიორგი ლოგინად ჩააგდეს, 7 წლიდან 5 წელი პარალიზებულია, ოღონდ ამაყი, გაუტეხელი და მართალი, რომელიც გუშინ, უდოს კომისიამ გამოუშვა, ოღონდ ბრძოლას განაგრძობს სისტემის წინააღმდეგ და აუცილებლად მოუგებს რუსულ საპატრიარქოს, თავის წულუკიან-კვირიკაშვილებიანად, ვინც ცრუ ბრალმდებლები არიან და განცხადებები აკეთეს მამა გიორგის წინააღმდეგ !!!