ქვეყანაში უნდა არსებობდეს ორი განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა თსუ-ს და KIU-ს სახით – კობახიძე

ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანაში არსებობდეს ორი განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა გეგმავს განვითარების 4-წლიანი გეგმის წარდგენას, რომელშიც მთავარი აქცენტი სწორედ უნივერსიტეტებზე გაკეთდება.
„ჩვენ აუცილებლად უნდა გადავუხადოთ მადლობა ბიძინა ივანიშვილს, უნივერსიტეტის დამფუძნებელს, რომლის იდეაც გახლავთ ამ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერის შექმნა საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ნამდვილად უნიკალური ინფრასტრუქტურა, უნიკალური ადგილმდებარეობა, რაც ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომელიც პირადად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა შეარჩია. აქ არის ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა, მე თვითონ სამი წელი ვსწავლობდი ევროპაში და იქაც კი არ იყო ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც არის აქ უზრუნველყოფილი. თითოეული სტუდენტისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა ასეთ გარემოში განათლების მიღება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს. მე მქონდა საუბარი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და არსებობს ამბიციური გეგმები, რომელიც უკავშირდება უნივერსიტეტის შემდგომ გაფართოებას“, – განაცხადა ირაკლი მ.
მისივე თქმით, იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარება და ყველაფერს დააფინანსებს.
„ვგეგმავთ, ქვეყნის განვითარების 4-წლიანი გეგმის წარდგენას, ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება განათლების რეფორმის განხორციელება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საუნივერსიტეტო რეფორმის განხორციელებაზე. აქ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს. ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანაში არსებობდეს ორი განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით, რომლებსაც თანაბარი დატვირთვა ექნებათ განათლების მიწოდების თვალსაზრისით. მასშტაბურად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ 2028 წლისთვის შესაძლებელი გახდეს 30 000 სტუდენტის მიღება. ეს საჭიროებს სასწავლო პროგრამების გაფართოებას, დამატებით კვალიფიციური პერსონალის მოწვევას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ეს გეგმა აუცილებლად განხორციელდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ეს გეგმა დაფინანსდება ბიძინა ივანიშვილის მიერ, რისი მზაობაც პირადად დაადასტურა. მადლობა მას ამისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ