„ქვეყანაში, რომელსაც ნახევარი მთავრობა დასანქცირებული ჰყავს, ევროპელები არ ჩამოვლენ“, – ამის შესახებ ტურიზმის ანალიტიკოსმა, ია თაბაგარმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანას რეპუტაცია უკვე ძალიან გაუფუჭდა, თუმცა ამის მიუხედავად, ნებისმიერი გამოფენა და ევროპელებთან შეხება არის მნიშვნელოვანი.
„გერმანიის მაგალითზე, ამხელა ქვეყანა, რომელსაც მოგზაური ერი ჰქვია და ძალიან უნდათ ჩამოსვლა, რატომ არ არიან თუნდაც ზამთრის კურორტებზე?! – პასუხი მარტივია, ქვეყანაში, რომელსაც ნახევარი მთავრობა დასანქცირებული ჰყავს და გამოცემები წერენ, რომ საქართველო არის დასანქცირებული, არის რუსეთისთვის მიმწოდებელი ქვეყანა, ანუ საქართველოზე გადის ტვირთები და საქართველო რუსეთის ერთ-ერთ პლაცდარმად მოიაზრება, ბუნებრივია, რომ წესიერ ევროპელებს აქ ჩამოსვლა არ მოუნდეთ.
რეპუტაცია ძალიან გაგვიფუჭდა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გამოფენა, შეხება ევროპელებთან ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს თაბაგარი.