ლილო მოლის გენერალური დირექტორი აღიარებს, რომ ქვეყანაში რთული ვითარებაა და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე ბიზნესს დაჰპირდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამის შესახებ მან თითქმის 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერზე ვიმსჯელეთ და პრემიერი გვპირდება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რთული ვითარებაა ქვეყანაში და ეს არ არის ნორმალური, მაგრამ გეუბნებით რომ ყველაფერი კარგად იქნება. ბევრ თემაზე ვისაუბრეთ პრემიერთან და იყო კარგი, დადებითი შეხვედრა“, – განაცხადა გია კვარაცხელიამ
