ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოპარკის 12% Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილებზე მოდის

2025 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით საქართველოში ოფიციალურად 227 635 ერთეული Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილი იყო რეგისტრირებული, რაც საერთო ავტოპარკის 12%-ია. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილი თბილისში იყო რეგისტრირებული.
Mercedes-Benz-ის ავტომობილების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:
· ქ. თბილისი: 92 867
· იმერეთი: 31 378
· ქვემო ქართლი: 21 126
· აჭარის არ: 19 253
· კახეთი: 17 040
· სამეგრელო-ზემო სვანეთი: 14 784
· შიდა ქართლი: 12 407
· სამცხე-ჯავახეთი: 7 546
· მცხეთა-მთიანეთი: 5 234
· გურია: 4 865
· რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: 1 135
businessinsider.ge