ქვეყანაში პრორუსული დაჯგუფების გავლენები იზრდება – DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში პრორუსული დაჯგუფების გავლენები იზრდება.
მკვლევარები ფიქრობენ, რომ პრორუსულად განწყობილი დაჯგუფების მიმართ ხელისუფლება ლოიალურად არის განწყობილი, ქვეყანაში კი ანტიდასავლური რიტორიკა ღრმავდება.
ცალკეულ შემთხვევებში ხელისუფლებისა და “ალტ ინფო” კონსერვატორული მოძრაობის მესიჯბოქსი არის იდენტური. მაგალითად, ერვოკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდე ევროკავშირი რომ უსამართლო იყო. ამას მეტნაკლებად ერთი და იგივე მესიჯებით ამბობდა როგორც ხელისუფლება, ასევე ულტრამემარჯვენე “ალტ-ინფო” კონსერვატორული მოძრაობა. გარდა ამისა, ფარცხაალძესთან დაკავშირებით გამორჩეული პოლიტიკური გაერთიანება დაჯგუფება იმ თვალსაზრისით, რომ მან უკვე დაიწყო წინასაარჩევნო შეხვედრები. გასულ წელს მან 7 საარჩევნო შეხვედრა გამართა რეგიონებში, – ამბობს ამბობს DRI-ს დირექტორი თამარ ხიდაშელი.
ამასთან, კვლევაში საუბარია 5 ივლისის მოვლენებზეც. მესამე სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას დააკავოს ის ადამიანები, რომლებიც მედიაზე ძალადობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე შარაშენიძე – ირანი ცდილობს, თავი ისლამური სამყაროს ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს რეგიონში ისრაელის წინააღმდეგ – არავინ არის დაინტერესებული ახალი კატასტროფული კონფლიქტით