„ქვეყანაში მდგომარეობის გამოსწორებამდე ოფისი დავკეტეთ” – ტურისტული კომპანია Top Fly

„გადავწყვიტეთ ოფისი დაგვეკეტა მანამდე, სანამ საქართველოში სიტუაცია არ გამოსწორდება“, – ამის შესახებ ტურისტულმა კომპანიამ Fly-ს დამფუძნებელმა, დათა აქუბარდიამ სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას BM.GE-სთან აღნიშნა.
ტურისტული სააგენტო ბაზარზე 1 წელია ზუგდიდში ოპერირებს და ტურისტების შემოყვანას და საქართველოდან გაყვანას უზრუნველყოფს. თუმცა შემცირებული ჯავშნებისა და მოთხოვნის გამო, კომპანია სრულად დისტანციურ რეჟიმშია გადასული და ოპერირებას ონლაინ განაგრძობს.
სააგენტოს დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი საკმაოდ დატვირთული იყო. თუმცა არჩევნებამდე და მის შემდეგ, კომპანიას ჯავშნები სრულად შეუწყდა.
„გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი საკმაოდ დატვირთული იყო, თუმცა არჩევნებამდე და მის შემდეგ საერთოდ არანაირი ჯავშანი არ გვქონია. ყველამ თავი შეიკავა. ზოგი აქციაზეა. სექტემბერში დაახლოებით 10 ქვეყანა მოვიარეთ და სექტემბრის შემდეგ აღარსად არ გავსულვართ. მომხმარებლები ჯერ ს დამთავრებას ელოდნენ, ახლა კი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების ეშინიათ. შესაბამისად, საახალწლოდ ან გაზაფხულზე ტურის დაგეგმვისგან ყველა თავს იკავებს. შემოყვანის კუთხითაც, ბოლო პერიოდში გერმანიიდან, დუბაიდან და ჩეხეთიდან გვსტუმრობდნენ. თუმცა ბოლო პერიოდში, ჯავშანი საერთოდ არ ყოფილა.
გადავწყვიტეთ ოფისი დაგვეკეტა მანამდე, სანამ საქართველოში სიტუაცია არ გამოსწორდება, რათა ხარჯები ტყუილად არ გამეწია. მთლიანად ონლაინ მუშაობაზე ვარ გადასული. სულ 3 ადამიანი ვიყავით კომპანიაში დასაქმებული, თუმცა ამის საჭიროებაც აღარ არის, რადგან მოთხოვნა არ არის, ამიტომ ამ ეტაპზე, მხოლოდ მე ვმუშაობ. თუმცა ესეც უკვე აღარ ამართლებს“, – აცხადებს აქუბარდია.