“ქვეყანაში თუ სიტუაცია არ დალაგდა, ავტოიმპორტზე საუბარი ზედმეტია” – ალექსი ნონიაძე

“2024 ავტოდილერებისთვის საკმაოდ რთული წელიწადი იყო” – ამის შესახებ BMG-სთან ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი, ალექსი ნონიაძე საუბრობს. მისი თქმით, სექტორში 2023 წელს დაწყებულმა პროცესებმა გავლენა გასული წლის შედეგებზე იქონია.
“იმისთვის, რომ გავიგოთ, 2024 წელი როგორი იყო, 2023 წლიდან უნდა დავიწყოთ. ვიცით, რომ 2023 წელი პროფიციტული იყო, ამან გავლენა იქონია ბაზარზე, იმპორტი შემცირდა. ჩვენდა სამწუხაროდ, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი შემცირებული იყო და 60 000 ავტომობილიდან 30 000-40 000 ავტომობილი ამოიყიდა, მაგრამ ჭარბი რაოდენობა მაინც დარჩა, რამაც ბაზარზე დიდი გავლენა იქონია.