“ქვეყანაში ეკონომიკა გაორმაგებულია, თუ ამის დანახვა არ გინდა, ან ბრმა ხარ, ან უტიფარი და თაღლითი – ბექა დავითულიანი მამუკა ხაზარაძეზე

თაღლითობა და ამომრჩევლის მოტყუება – ასე აფასებს მმართველი გუნდი “ლელოს” ლიდერის იმ განცხადებას, სადაც ის “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, “როდის დადგება მეოთხე ძალიან კარგი წელიწადი.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ თაღლითია, რაც სასამართლომაც დაადასტურა.
“ქვეყანაში ეკონომიკა გაორმაგებულია, თუ ამის დანახვა არ გინდა, ან ბრმა ხარ, ან უტიფარი ან თაღლითი. თაღლითი რომ არის,ეს სასამართლომაც დაადასტურა. არ იციან რა უნდათ – პოლიტიკაში მოვიდნენ იმიტომ, რომ იმ თაღლითობის საქმეზე შედეგი არ დამდგარიყო და ახლა, რაღაც ტიპის კამპანიის წარმოება უნდათ ამ წინასაარჩევნოდ,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას