ქვეყანაში გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 4-ჯერ შემცირდა

გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში გასულ წელთან შედარებით, 4-ჯერ ნაკლებია. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა განსაკუთრებით ბოლო კვირაშია შემცირებული.
ამ ეტაპზე საქართველოში დომინანტურია რინო და ადენო ვირუსი, კორონავირუსის შემთხვევები კი თითქმის აღარ ფიქსირდება.
თემაზე იაშვილის კლინიკის დირექტორმა ისაუბრა. მიუხედავად ვირუსების შემცირებული სტატისტიკისა, ექსპერტები პიკს იანვარში ელოდებიან.
“ბოლო კვირის განმავლობაში, ქვეყანაში ცირკულირებდა რინო ვირუსი, პარაგრიპის ვირუსი და ე.წ ველი კორონა ვირუსი, რომელსაც, ძირითადად გაციების მსგავსი სიმპტომების გამოწვევა შეუძლია, შესაბამისად ბოლო კვირა გამორჩეოდა შედარებით მსუბუქად მიმდინარედ.
ლაბორატორიულად დადასტურებული “კორონა ვირუსის” შემთხვევები ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ დაფიქსირებულა, ეს არ ნიშნავს, რომ არ არის, მაგრამ ძალიან ცოტაა. თუ გადავხედავთ მსოფლიო სტატისტიკას წინა კვირა იყო ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების თვალსაზრისით.
აცრებისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბრის და ნოემბრის დასაწყისია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გრიპის შემთხვევები ძალიან ცოტაა ახლაც ვაქცინაციის ჩატარება ითვლება დროულად, ვინაიდან ვაქცინაციის ჩატარებიდან ორი კვირის შემდეგ იწყება ორგანიზმის მაქსიმალური დაცულობა”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე, ეს ფაქტი და მოცემულობაა, ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები

წინასწარ იყო დაგეგმილი არჩევნების ლეგიტიმაციის ყალბი კამპანია და ოპოზიცია დღემდე არის ამ ჩაკეტილ წრეში ჩარჩენილი, თუ დააღწევენ თავს ამ ჩაკეტილ წრეს, უკეთესია ოპოზიციისთვის, თუმცა, მგონია, რომ ამ წრეში დარჩებიან

ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს, დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით და დღეს, ის ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას თვითმმართველობის არჩევნებზე