ქვეყანაში არ შემოუშვეს -ს მოქალაქე, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობს საქართველოში

მეგი ოსდობი კაცი, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა და პერიოდულდ მუშაობდა საქართველოში, ქვეყანაში არ შემოუშვეს. ის -ს მოქალაქეა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ის წერს, რომ საზღვრის გადმოკვეთაზე უარის მიზეზი მისთვის არ განუმარტავთ.
“უარი საქართველოში შემოსვლაზე. არა პასუხები კითხვებზე. არ მიზეზების განმარტება. მხოლოდ ფურცელზე მონიშვნული “სხვა” [ქვეყანაში შესვლაზე უარის შემთხვევაში რამდენიმე საჯარო საფიძველის გარდა, უთითებენ “სხვა” მიზეზს, რომელიც საიდუმლოა]
ვრასდროს ვიფიქრებდი, რომ თბილისში ჩამოვფრინდებოდი და 6 საათში უკან წავიდოდი ისე, რომ საზღვარსაც ვერ გადმოვკვეთდი […] 27 წელა ვცხოვრობ, ვსტუმრობ და მხარს ვუჭერ ჩემს საყვარელ სახლს”, – წერს ის.
მეგი ოსდობი კაცი არის დიპლომატი და კონსულტანტი, რომელიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა. მათ შორის, იყო ეუთოს კონსულტანტს საქართველოში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქვეყანაში არ უშვებენ აქ მცხოვრებ და მომუშავე ევროპელ, ან ამერიკელ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ბოლო თვეების განმავლობაში ასეთი არაერთი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც