ქვეყანას ჰყავს პრემიერობის ღირსეული კანდიდატი კობახიძის სახით, ლილუაშვილს კი საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია

თბილისის მერი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი შესაძლოა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად იყოს წარდგენილი.
როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ლილუაშვილს ქვეყანაში საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია.
„ქვეყანას ჰყავს ღირსეული კანდიდატი ირაკლი კობახიძის სახით, რომელიც პარალელურად, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია. გრიგოლ ლილუაშვილს აქვს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა. ის, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, პასუხისმგებელია ქვეყანაში მშვიდობაზე, სიმშვიდეზე. შესაბამისად, გუნდი როგორც არის წარმოდგენილი, ისე გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს