პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური: რატომ გვაქვს ქართველებს ასეთი მძლავრი კომპლექსი, მივბაძოთ ვინმე სხვას, ჩვენზე უარესს… არ დავაფასოთ არაფერი ქართული…
როგორც იქნა სტალინზე ერი შეთანხმდა, რომ მისი ხატზე გადმოტანა დიდი მკრეხელობა და მას შეწირული ქართველების დიდი შეურაცხყოფაა, ამაზე საპატრიარქომაც უკან დაიხია, მაგრამ მატრონას დამცველები ერშიც და ბერშიც შეშფოთდნენ… ქართველებო, ჯერ ჩვენი ქვეყნის და მათშორის ქართული სამოციქულო ეკლესიის ისტორიას ჩავუღრმავდეთ და მერე გადავწყვიტოთ ვსაჭიროებთ თუ არა მატრონას ან ქსენია ლენინგრადელს ქართულ ეკლესიებში… ქვეყანას საგანძურად ჰქონდეს ბექა და ბეშქენ ოპიზრების ნამუშევრები და ამ მდაბიო სურათს ხატს ეძახდეს, არის ერის დეგრადაცია ქვეყანას ჰყავდეს ექვთიმე, დახვრეტილ-რეპრესირებული ეპოქალური ადამიანები, ვინც ქრისტიანობასაც იცავდა სტალინისგან და მიუხედავად ამისა, ტირანი გააწმინდო, არის ქვეყნის ღალატი ქვეყანას ჰყავდეს ამბროსი ხელაია და კალისტრატე ცინცაძე, კირიონ საძაგლიშვილი, თუნდაც თევდორე და არ გყოფნიდეს, კიდევ რუს “წმინდანდებს” ეპოტინებოდე, არის უმადურობა და უმეცრება ქვეყანას ჰქონდეს ხატწერის უნიკალური კულტურა და ამ უბადრუკ ილუსტრაციას ეკლესიაში კედელს უთმობდე, არის ისტორიის გმობა
“არა, სხვების მისაბაძი რა გვჭირს თვარა კი…”