ქვემო ქართლში 15-ზე მეტი სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართში იტყობინება, რომ გადაუღებელმა წვიმებმა მდინარეების ალგეთის, ხრამის და დებედას ადიდება გამოიწვია, რის შგაშედეგაც დაიტყორა მარნეულის რამდენიმე უბანი, განსაკუთრებით 9 აპრილის ქუჩა და ბაზრის ტერიტორია, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს.
ადიდეულმა ალგეთმა გაარღვია ნაპირსამაგრი ჯებირი.
მარნეულის მკვდრის, მასწავლებელ ზვიად ფიფიას თქმით, წყალი შესულია სარდაფებსა და სავაჭრო ობიექტებში, ჩარეცხილია ალგეთთან მისასვლელი არაკაპიტალური გზა.
რთული ვითარებაა სადახლოს თემში, რომელიც მარნეულიდან 40 კილომეტრში მდებარეობს და აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის წითელი ხიდის მონაკვეთს ესაზღვრება.
მდინარე დებედა ნათესევბში შევარდა, წყალმა სახლებიც დატბორა.
სტიქიური უბედურების ადგილზე იმყოფებიან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და სამაშველო ჯგუფები.
„სახლებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს, მობილიზებულია ტექნიკა და სამაველო ჯგუფები“, – უთხრა რადიო თავისუფლებას მარნეულის მერის მოადგილემ როინ დეკანოიძემ.
მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაზარალებულია, ფრინველის ან პირუტყვის დახოცვის შესახებ თვითმმართველობაში ინფორმაცია ჯერჯერობით არ შესულა.
შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, ასევე ზარალის დამთვლელი კომისია.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, რთულდი ვითარებაა მთლიანად ქვემო ქართლის მხარეში, სადაც 15-ზე მეტი სოფელია მოწყვეტილი გარე სამყაროს.
როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება, პრევენციის მიზნით, დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია.
„მთელი ღამის განმავლობაში უხვი ნალექი იყო. განსაკუთრებით მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტში გვაქვს მძიმე შედეგები. 15 – ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. ხიდებია ჩანგრეული, სამაშველო სამსახური მუშაობს 24 საათის განმავლობაში. ასევე, საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზება სხვადასხვა რეგიონიდან. ძალიან აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო. პრევენციის მიზნით, ღამევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია იქ, სადაც დატბორვის არეალები იყო. ასევე, მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტში 15-ზე მეტი ოჯახის გამოყვანა საცხოვრებელი სახლიდან. ამ წუთებში, პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს და ველოდებით წყლის ნაკადის შემცირებას, რის შემდეგადაც დავიწყებთ სამაშველო სამსახურთან ერთად იმ კერძო სახლებში სამუშაოებს, რომელიც დატბორილია“, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
მისი თქმით, სგაწმენდითი სამუშაოები წყლის დონის კლების შემდეგ დაიწყება, რადგან ჯერჯერობით ფიზიკურად ვერ ხერხდება აღნიშნული სამუშაოების ჩატარება.
„მოლოდინი გვაქვს, რომ რამდენიმე საათში წყლის დონე დაიკლებს და აქტიურად დავიწყებთ გაწმენდით სამუშაოებს. სამაშველო სამსახურთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, მთავრობის ადმინისტრაციიდან რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი. მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ზიანი ნაკლები იყოს. ზარალი ძალიან დიდია, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. მყისიერად მოხდა ყველა პრობლემურ ლოკაციაზე რეაგირება როგორც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ისე სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მიერ. მძიმე და კრიტიკულ არეალებში, სადაც იმის რისკია, რომ წყლის დონემ მოიმატოს, იქიდან ყველა არის ევაკუირებული. ბოლოს 9 ადამიანი იყო ჩარჩენილი წითელ ხიდთან, ერთ-ერთ ობიექტზე და დაიწყეს მაშველებმა ნავებით მათი გამოყვანა. ყველა რისკი მოხსნილია“,- აღნიშნა გიორგი დოხტურიშვილმა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას..

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი – მთავრობის ნებართვის გარეშე ვოიაჟები კონსტიტუციის დარღვევაა, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი გადაწყვეტილებებით ვმოქმედებთ?