ქვანახშირის ინდუსტრიაში კრიზისის გამო, რუსეთში, 23 საწარმომ შეაჩერა მუშაობა

ქვანახშირის ინდუსტრიაში კრიზისის გამო, რუსეთში, 23 საწარმომ შეაჩერა მუშაობა – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ისლამოვმა.
„ჩვენ ვაკვირდებით ყველა კომპანიას და ამჟამად „წითელ ზონაში“ 53 საწარმოა. აქედან 23-მა მუშაობა შეაჩერა. რა თქმა უნდა, ეს ძირითადად „კუზბასია“, – თქვა მან.
ისლამოვმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად სახელმწიფო დახმარების მისაღებად 129 ქვანახშირის მაღარომ და ღია კარიერმა მიმართა. ეს საწარმოები რუსეთში ქვანახშირის წარმოების 80-85%-ს შეადგენს.