ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

goal.philenews-ი The Motherwell Times-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თემურ ქეცბაია, რომელმაც სექტემბერში კვიპროსის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა, შეიძლება შოტლანდიურ „მოზერუელს“ ჩაუდგეს სათავეში.
გასულ კვირაში გადადგა „მოზერუელის“ თავკაცი სტიუარტ კეტლუელი, მისი შეცვლის სურვილი გრემ არნოლდს, სტივენ ნეისმიტს, რაიან ლოუს და თემურ ქეცბაიას აქვთ, რომელმაც კლუბს თავისი რეზიუმე გაუგზავნა. კლუბი მათ კანდიდტურებს განიხილავს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
„მოზერუელი“ 25 ტურის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონატზე 31 ქულით მეექვსე ადგილზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში