ქეშელაშვილი: ერთგვარ კორიდორში გამატარეს, მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ძირითადად, სახეში

სრულიად გაუგებარ სიტუაციაში დამაკავეს და მცემეს ნიღბიანმა პირებმა, გამოცვივდნენ მოქალაქეების დასაკავებლად, მე გვერდით ვიყავი, მაგრამ მაინც უფრო უკან დახევას ვცდილობდი და ამ დროს წამავლეს ხელი. თავიდანვე ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მგონი მაგან პირიქით იმოქმედა, ისეც მაგინებდნენ და მერე ჟურნალისტობის გამოც დამიმატეს.
ერთგვარ კორიდორში გამატარეს, სადაც მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ძირითადად, სახეში. წამართვეს კამერები, ბეიჯი, აირწინაღი. ასე ხელიდან ხელში გადავყავდი და ყველა სათითაოდ მირტყამდა, სანამ ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა ტერიტორიის გავლით, 9 აპრილის ქუჩამდე არ ამიყვანეს, იქ გამიკეთეს ბორკილები.
მოვითხოვე სამხრე კამერის ჩართვა, რაზეც ძალიან გულიანად დამცინეს.
განყოფილებაში უკვე მშვიდად შემხვდნენ, ცოტა მაგრამ სახეზე დაზიანებების გამო გადამიყვანეს კლინიკაში.