ქერჩში გაზსადენზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია | გაზის გარეშე დარჩა 30 ათასამდე ადამიანი

რუსული სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ანექსირებულ ყირიმში, ქერჩში გაზსადენზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლის გამო 30 ათასამდე ადამიანს გაზის მიწოდება შეუწყდა.
ქალაქის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაზსადენის აღდგენა დღევანდელი დღის ბოლომდე იგეგმება.
“ამჟამად გაზის გარეშე რჩება 25-30 ათასი აბონენტი. გაჩერდა “ვოსტოჩნაიას” ქვაბის ოთახი”, – თქვა მან.
ქერჩში საშუალო წნევის გაზსადენზე ხანძარი პარასკევს ღამით გაჩნდა.