ქერჩის სრუტეში გრძელდება რუსული ტანკერის ეკიპაჟის გადარჩენის ოპერაცია

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ აზოვის და შავი ზღვების დამაკავშირებელ ქერჩის სრუტეში დილით განაახლა ტანკერ „ვოლგონეფტ 239“-ის ეკიპაჟის ევაკუაციის ოპერაცია, რომელიც გასულ ღამით შეწყდა ძლიერი ღელვის და ქარიშხლის გამო.
სამინისტროს მიერ დილის 11 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს ეკიპაჟის ხუთი წევრი.
გუშინ, 15 დეკემბერს შტორმის შედეგად, ქერჩის სრუტეში მეჩეჩზე აღმოჩნდა და დაზიანდა ორი ტანკერი, „ვოლგონეფტ 212“, რომელზეც 13 ადამიანი იმყოფებოდა და „ვოლგონეფტ 239“, რომლის ეკიპაჟში 14 წევრია.
ს სახელმწიფო მედიის ცნობით, მაშველებმა 15 დეკემბერსვე გადაარჩინეს „ვოლგონეფტ 212“-ის ეკიპაჟის ყველა წევრი, ერთი კი დაიღუპა. 11 მეზღვაური ანაპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ტანკერი ორ ნაწილად გაიპო.
რუსი გამომძიებლები კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს შორის ასახელებენ რთულ მეტეოპირობებში ეკიპაჟის შეცდომას და შტორმის ზედმეტად ძლიერ დაწოლას ტანკერების კორპუსზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რიკარდ იოზვიაკი – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს

გია ხუხაშვილი – 4 ოქტომბერი ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღედ, ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ – არ მივცეთ უფლება, გამოიტანოს დახატული ოქმები, უბნებზე 100 000 კაცი რომ გადანაწილდება, ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ჰყავთ ჩვენს საცემად