ქერჩის რაიონში აფეთქებები იყო, ე.წ. ს ხიდი დროებით დაკეტეს

6 დეკემბერს, გამთენიისას აფეთქებები იყო ს მიერ ანექსირებული ს ნახევარკუნძულის ქალაქ ქერჩის რაიონში. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებიან.
ს მიერ აშენებული ე.წ. ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდისკენ მიმავალი გზების საინფორმაციო ცენტრის ოპერატიული არხით დილის 6 საათისთვის გავრცელდა შეტყობინება, რომ ხიდზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლა დროებით შეწყვეტილია. მიზეზი დასახელებული არ ყოფილა.
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ყირიმის თავზე გაანადგურეს ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო შავ ზღვაში – ორი უეკიპაჟო კატერი, რომლებიც ნახევარკუნძულისკენ მიემართებოდნენ. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
ს ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში რუსეთის მიერ აშენებულ ხიდზე 2022 წლის ოქტომბერში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ გამოიწვია ხიდის საავტომობილო ნაწილის ნგრევა და ძლიერი ხანძარი ხიდის სარკინიგზო ნაწილზე. რუსეთის მონაცემებით, დაიღუპა სამი ადამიანი.
მ ოფიციალურად მხოლოდ 2023 წლის ივლისში დაადასტურა, რომ ყირიმის ხიდზე 2022 წლის ოქტომბერში მომხდარი აფეთქება მისი ორგანიზებული იყო.
2023 წლის ივლისში ყირიმის ხიდზე მორიგი შეტევა განხორციელდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო ორივე მხარისთვის სალაპარაკო პლატფორმა. დოროთემ რაც გააკეთა – იმ ხალხს, ვინც უსმენს დოროთეს, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეკლესია მათი მტერია. სინამდვილეში ეს ასე არ არის

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის, მოველით რომ ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული