„ქეჟბერია“-ს პირველი ქართული სასრიალო სამოსი უკვე გაყიდვაშია

საქართველოში პირველი ქართული სასრიალო სამოსი შეიქმნა და უკვე გაყიდვაშია. ოთხწლიანი გამოცდილების მქონე ბრენდი ქეჟბერია ახალ ხაზს – ქეჟბერია აუთდორსს იწყებს.
როგორც ქართულ ისტორიასა და კულტურაზე დაფუძნებული მამაკაცის ტანისამოსისა და აქსესუარების მწარმოებელ კომპანიაში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე, კოლექცია აერთიანებს შემოსაცმელ და გადასაცმელ ქურთუკებს, დათბილულ ზედებს/ფულეებს და ბაფებს, რომლებიც რთულ გარემო პირობებზეა გათვლილი – არის წყალ და ქარგაუმტარი.
მათივე ინფორმაციით, პროდუქციაზე მუშაობა გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო და მისი რეალიზაცია, ამ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე ხდება. თუმცა, როგორც “ქეჟბერიაში” გვეუბნებიან, სამომავლოდ, გეგმაშია, როგორც ასორტიმენტის გაფართოება, ასევე ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე.
კომპანიის პროდუქცია უკვე იგზავნება უცხოეთში. მათივე ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ “ქეჟბერიას” უკვე აქვს კონტაქტები, პირველ ეტაპზე, პროდუქციის ექსპორტი ნიდერლანდებში, ხორვატიასა და შვეიცარიაში იგეგმება
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია