კენსინგტონის სასახლის ინფორმაციით, უელსის პრინცესა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ცნობი, ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ქეით მიდლტონი საავადმყოფოში 10-14 დღემდე დარჩება, შემდეგ კი მკურნალობის კურსს სახლში გააგრძელებს.
“მისი სამეფო უმაღლესობა უელსის პრინცესა გუშინ, ლონდონის კლინიკაში შეიყვანეს, სადაც მას მუცლის ღრუს დაგეგმილი ოპერაცია ჩაუტარდა.
ამჟამინდელი სამედიცინო რჩევებიდან გამომდინარე, პრინცესა მოვალეობების შესრულებას აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაუბრუნდება” – ნათქვამია კენსინგტონის სასახლის განცხადებაში.
რა გახდა ოპერაციის ჩატარების ზუსტი მიზეზი, უცნობია. ქეით მიდლტონის სამედიცინო ინფორმაცია გასაჯაროებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ პრინცესას მსგავსად, ოფიციალურ შეხვედრებს არ დაესწრება პრინცი უილიამიც. იგი ამ პერიოდის განმავლობაში მეუღლისა და შვილების გვერდით იქნება. წყარო