“დაიწყო ბიჭების სასამართლო პროცესი:
ირაკლის ადვოკატი ქვეყანაში არ იმყოფება და ამის შესახებ მოსამართლეს ქონდა ინფორმაცია დიდი ხნით ადრე, მაგრამ გარკვეული დროის მერე გადაწყვიტა რომ უნდა ჩაემატებინა სასამართლო პროცესები, მაშინ, როცა უკვე ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული.
დღეს ირაკლის ადვოკატი პროცესზე არ იმყოფება და იცით რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე გალუსტაშვილმა? – ყველას სახაზინო ადვოკატს უნიშნავს 





მაშინ, როდესაც ჩვენი ბიჭების უფლება დამცველები არიან სრულად საკმარისი 

მოსამართლე გალუსტაშვილი ძალიან ჩქარობს, მაშინ როდესაც საკმარისზე მეტი დროა საიმისოდ, რომ ჩატარდეს სასამართლო პროცესები, ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს მეგობრებო:
ბიჭების განაჩენი უკვე გამოტანილია
,” – წერს სოციალურ ქსელში ქეთუნა ქერაშვილი, სინდისის პატიმრის ირაკლი ქერაშვილის და.
