ქეთუნა ქერაშვილი: გელოდებით თსუ-სთან 19 ივლისს, გააგონეთ ბიჭებს თქვენი ხმა. დაანახეთ, რომ ისევ აგრძელებთ ბრძოლას

სინდისის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის და, ქეთუნა ქერაშვილი:
„გელოდებით თსუ-სთან 19 ივლისს, გააგონეთ ბიჭებს თქვენი ხმა. დაანახეთ, რომ ისევ აგრძელებთ ბრძოლას”, – განაცხადა მან.
19 ივლისს, 19:00 საათზე, თსუ-დან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა დაანონსდა, – ამის შესახებ ცნობილი დღეს პარლამენტის წინ გაკეთებული საერთო განცხადების შემდეგ გახდა.
პარლამენტის წინ 8 პროევროპულმა პოლიტიკურმა პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა განცხადება გააკეთეს, ბოიკოტი გამოუცხადეს თვითმმარველობის არჩევნებს და 19 ივლისს აღნიშნული მსვლელობა დაანონსეს.