: ხარებასაც კი აქვს შანსი, ერთ წუთში იქცეს გმირად, თუმცა მისი სასჯელი სწორედ ეს არის, რომ ამას ვერ აცნობიერებს

“როგორც კი პუტჩი მოხდა, იმ დროს 27 წლის ვიყავი, მაშინვე პროტესტის ნიშნად დავტოვე სამსახური და საჯარო სამსახურში ვარდების რევოლუციამდე არსად მიმუშავია. უკიდურესი გაჭირვება იყო მაშინ საქართველოში. მიუხედავად ამისა, არც მოვმკვდარვარ, არც პროფესიული დეგრადაცია განმიცდია, არც თავი შემირცხვენია და სხვებსაც ვეხმარებოდი, პოლიტპატიმრებისთვისაც კი მიმქონდა საჭმელი და ბრძოლასაც არ ვწყვეტდი. სწორედ ამ პერიოდში განვვითარდი ყველაზე მეტად, ჩამომიყალიბდა დამოუკიდებლად არსებობის უნარები და ვისწავლე გადარჩენის სტრატეგია.
ახლა წყდება არა მარტო ქვეყნის ბედი, არამედ ისიც, თუ როგორი ადამიანები იცხოვრებენ ამ გადარჩენილ ქვეყანაში. ახლა თითოეული ადამიანის სწორი სამოქალაქო პოზიცია და პრინციპული ქმედება ტოლფასია იმისა, უფსკრულთან მდგომს ხელი გაუწოდო და გადაარჩინო. აი, ასეთი შანსი ეძლევა თითოეულ ჩვენგანს.
ყველაზე დიდი შანსი კი იმას აქვს, ვიზეც რუსული რეჟიმი დგას. ხარებასაც კი აქვს შანსი, ერთ წუთში იქცეს გმირად, თუმცა მისი სასჯელი სწორედ ეს არის, რომ ამას ვერ აცნობიერებს.
ამიტომ ყველანი უნდა გავიფიცოთ, გავიფიცოთ საქართველოსთვის!” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე .

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან