ქეთი ქურდოვანიძე: ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ახლა კი წავალ და იმ ადამიანებს შევუერთდები, რომლებიც თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, რომლებსაც არ ვიცნობ, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს და მეიმედება

“რამდენი ტანჯვა, უსამართლობა, შეურაცხყოფა, ტკივილი, იმედგაცრუება არ გადაგვიტანია მე და ჩემს მეგობრებს ბნელ 90-იან წლებში, მაგრამ ძალა მოგვიკრებია, ფეხზე წამოვმდგარვართ და ბრძოლა გაგვიგრძელებია. მერე იყო ბოდიშები, პათეტიკური სადღეგრძელოები, გულზე მჯიღის ცემა და, რასაკვირველია, ჩვენი მხრიდან დიდსულოვნად პატიება იმისა, რომ ოდესღაც კეთროვანებივით გექცეოდნენ. იყო მორალური თვითკმაყოფილება, რაღაცნაირი სიხარული, რომ გაუძელი, არ გაიყიდე, არ შეეგუე, არ გაიხრწენი და იმედი, რომ ეს აღარ განმეორდებოდა. მაგრამ განმეორდა, ოღონდ, განსხვავება ისაა, რომ ახლა ყველა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ჩემს მხარეს იბრძვის. მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელნი დარჩნენ იმ წუმპეში, რომელიც ივანიშვილმა გაყიდული სულის სანაცვლოდ შესთავაზა. ჰოდა, ეს წუმპე რომ დაშრება და იქიდან ლაფში ამოსვრილები ამოხვალთ, ნუ გაგიკვირდებათ რომ აღარც თქვენს ბოდიშს მივიღებ, აღარც სიყვარულის ახსნას და აღარც თქვენ გვერდით ჯდომას ვაკადრებ საკუთარ თავს.
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ახლა კი წავალ და იმ ადამიანებს შევუერთდები, რომლებიც თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, რომლებსაც არ ვიცნობ, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს და მეიმედება,” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი  .