ქეთი ქურდოვანიძე: რეჟიმის მიზანი ადამიანების დაპატიმრება კი არა, მათი დაშინებაა. შიში არის მოწინააღმდეგის ძლიერების ერთგვარი აღიარება. აი, ამ აღიარებას ითხოვს რეჟიმი

“რეჟიმის მიზანი ადამიანების დაპატიმრება კი არა, მათი დაშინებაა. შიში არის მოწინააღმდეგის ძლიერების ერთგვარი აღიარება. აი, ამ აღიარებას ითხოვს რეჟიმი და მისი ლიდერი, ვერ იღებს და კიდევ უფრო სასტიკ მეთოდებს იყენებს.
ცოტა მეტი წიგნი რომ წაეკითხათ ქოცებს, მიხვდებოდნენ, რომ აღიარება მხოლოდ ღირსეული მოწინააღმდეგეების ხვედრია.
“არ დახოცა, დაიმონა, დაჰჩომოდა რაცა წყლულსა.
მართლად იტყვის მოციქული:”შიში შეიქმს სიყვარულსა”.”
რას ნიშნავს ეს.
ეს ნიშნავს იმას, რომ ავთანდილის დამარცხებული მეკობრეები აღიარებენ მის გმირობას, რადგან ავთანდილი მათ დაინდობს და არ დახოცავს.
რა ხდება დღეს, საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანთა შორის შიში სუსტი ემოცია კი არ არის, არამედ ისინი არ აღიარებენ მოწინააღმდეგის ძლიერებას. ამიტომ გადაშალეთ წიგნები და ისწავლეთ, როგორ უნდა იქცეოდეს ძლიერი და ღირსეული ადამიანი, რათა ჰპოვოთ ის, რასაც ეძიებთ,” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე .