ქეთი ქურდოვანიძე: რაც უფრო სწრაფად მოინელებს და გაიაზრებს კოლექტიური ჯანგირაშვილი თავის შეცდომებს, სააკაშვილის ხელისუფლების შეფასებას კი სამომავლოდ გადადებს, მით მალე დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს

“გუშინ ნინო ჯანგირაშვილი ამბობდა, რომ სააკაშვილიდროინდელი რეპრესიები განაახლესო. დღეს ევროპის სახალხო პატრიამ მოითხოვა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი –, რომელსაც 11-წლიანი პატიმრობა ემუქრება პუტინის რუსული რეჟიმის მხრიდან. გამოდის, ჯანგირაშვილი ეთანხმება იმ რუსული რეჟიმის გადაწყვეტილებას, რომლის ხელისუფლებაში მოსაყვანად, შემდეგ კი გასაძლიერებლად წარსულში ძალ-ღონე არ დაიშურა.
სამწუხაროდ, ჯანგირაშვილი საკუთრ მორალურ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს, სამაგიეროდ, არ ავიწყდება გამოსვლაში სააკაშვილის დადანაშაულება.
ასე რომ, რაც უფრო სწრაფად მოინელებს და გაიაზრებს კოლექტიური ჯანგირაშვილი თავის შეცდომებს, სააკაშვილის ხელისუფლების შეფასებას კი სამომავლოდ გადადებს, მით მალე დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს,” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი .