ქეთი ქურდოვანიძე: მშვიდობა, კეთილდღეობა და ჰარმონია ძალადობით, სისასტიკითა და უსამართლობით ვერ მიიღწევა. ამის კლასიკური მაგალითია საბჭოთა კავშირი

“ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიერ შემოთავაზებული ომის და მშვიდობის პროპაგანდისტული მოწოდებები იმდენად ინფანტილურია, რომ მხოლიდ საზოგადოების ბრიყვ და გაუნათლებელ ნაწილზე ზემოქმედებს, რამეთუ ოდნავ წიგნიერ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ მშვიდობა ფართო და კომპლექსური სოციალური პროცესია. ფსევდოპაციფისტური ნარატივები არაერთი დიდი მწერლის შემოქმედებაში გვხვდება. ორუელი, ტოლსტოი, ბრედბერი, ფოლკნერი , როდესაც რეჟიმი “მშვიდობის იდეას” მანიპულაციის ინსტრუმენტად და კონტროლის დამყარების საშუალებად აქცევს. დიქტატურები სწორედ ასეთ “მაღალ იდეალებს” იყენებენ საზოგადოებრივი კონტროლის დასამყარებლად. სწორედ მორალურ პარადოქსებზე დგანან ასეთი რეჟიმები: ჩვენ მოგიტანთ მშვიდობას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას, სინამდვილეში კი ვიღებთ ომს, ძალადობასა და სიღატაკეს. რატომ? იმიტომ, რომ მშვიდობა, კეთილდღეობა და ჰარმონია ძალადობით, სისასტიკითა და უსამართლობით ვერ მიიღწევა. ამის კლასიკური მაგალითია საბჭოთა კავშირი, სადაც ადამიანებს ერთი დღეც კი არ უცხოვრიათ მშვიდობითა და კეთილდღეობით.
აი, ამას გპირდებათ ქართული ოცნება, ასე ცხოვრებას. რადგან “მშვიდობა” ივანიშვილის რეჟიმისთვის საბჭოთა კავშირს გულისხმობს, სადაც ბედნიერად იცხოვრებენ მხოლოდ რეჟიმის მაღალჩინოსნები თქვენი უბედურების ხარჯზე,” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი .

ასევე დაგაინტერესებთ

მზია ამაღლობელის ადვოკატის ინფორმაციით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ირაკლი დგებუაძის მხრიდან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით გამოძიების დაწყება მოსთხოვეს, თუმცა უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო

ბექა ლილუაშვილის ინფორმაციით, პოლიტიკურ პარტიებს შორის კოორდინაცია არსებობს და მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო დოკუმენტზე, მსჯელობენ მომავალი უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები ისევ ელექტრონული წესით