ქეთი ქურდოვანიძე: თუ თქვენც იცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, მიმართეთ თქვენი წინადადებებით გაერთიანებულ ოპოზიციას. დაცინვას და დამუნათებას ყოველთვის მოასწრებთ

“ახლა მოვედი აქციიდან, ჩავიხედე ფეიზბუკში და ყოველი მეორე სტატუსი ოპოზიციის დამუნათებაა.
ოპოზიცია სუსტია შემდეგი მიზეზენის გამო:
1. 12 წელია მიმდინარეობს მათი დევნა და დემონიზაცია
2. ახალგაზრდებს პროპაგანდამ შთააგონა, რომ პოლიტიკოსებთან ერთად დგომა შებღალავს მათ გულწრფელ მიზნებს
3. ოპოზიციური სპექტრი ფრაგმენტირებულია და მრავალლიდერიანი, რასაც ჩვენი საზოგადოება არ არის მიჩვეული, ერთი გამოკვეთილი ლიდერი კი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს პროცესების მართვას, არ არსებობს.
4. ოპოზიციას არა აქვს მატერიალური რესურსი
5.ვითარება იმდენად მძიმეა და საშიში, რომ პასუხისმგებლობის აღებას ვერავინ რისკავს.
6. არ არსებობს არც ხალხისა უპრეცედენტო რაოდენობის ქუჩაში გამოსვლის ნიშნები და არც დასავლეთის უპირობო და რადიკალური ქმედებები.
აი, ეს არის მიზეზები, რის გამოც ასე სუსტად გამოიყურება დღეს პოლიტიკური ოპოზიცია. ნუ ავკიდებთ მხოლოდ მათ ამ ვალდებულებას. ისინი აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ. ამ ვითარებაში მთავარია, რას ვაკეთებთ ჩვენ. ჩვენ კი ასე ვიქცევით:
დავდივართ სამსახურებში, პანაშვიდებზე, დაბადების დღეებზე, კაფეებში, უნივესიტეტებში. ვიცინით, მუსიკას ვუსმენთ, წიგნს ვკითხულობთ, სპორტულ დარბაზებში ზედმეტ კილოგრამებს ვიკლებთ, ვშოპინგობთ და ფეიზბუკზე ვაკაკუნებთ.
რაც შეეხება ახალგაზრდებს, მათი ერთი ნაწილი დღესაც დაუღალავად დგას და აპროტესტებს მოპარულ არჩევნებს, მეორე ნაწილი კი უბრალოდ ვერ აცნობიერებს, რა ელოდება, გაზაფხულზეც მათი ქუჩაში გამოსვლა იყო სტიქიური და რაიმე ფუნდამენტურ ღირებულებას კი არ ეყრდნობოდა, არამედ მყისიერად გატრენდებულ პროცესს.
დაბოლოს, მიუხედავად ყველა თქვენი პრეტენზიისა და შესაძლოა, სამართლიანი მოთხოვნისა, უნდა გვესმოდეს, რომ ოპოზიციის დაცინვა, მასთან დაპირისპირება და განაწყენების ან იმედგაცრუების გამო პროცესებიდან გაუცხოება არის მტრის წისქვილზე წყლის დასხმა. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს, უნდა ვიბრძოლოთ.
პირადად მე მაქვს ჩემი წინადადებები ოპოზიციის ლიდერებთან. აქ ამის დაწერას აზრი არა აქვს, მაგრამ თუ თქვენც იცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, მიმართეთ თქვენი წინადადებებით გაერთიანებულ ოპოზიციას. დაცინვას და დამუნათებას ყოველთვის მოასწრებთ,” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი .