ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი ქეთი ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს:
ოპოზიციური მედიის მისამართით ნამდვილად მხოლოდ საქებარი სიტყვები მემეტება. ჟურნალისტების თავგანწირვა და სამოქალაქო პოზიცია ჩვენი ბრძოლის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა. თუმცა ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებულმა ბოიკოტმა მაინც ერთგვარად ჩაკეტა ოპოზიციური მედია ერთგული მსმენელის მასშტაბით და ერთფეროვანი გახადა.
ჩემი აზრით, ეს იზოლაცია თავად ოპოზიციურმა ტელევიზიებმა უნდა გაარღვიონ.
პირადად მე გავაკეთებდი ასეთი ტიპის გადაცემას -რა სურს ხალხს. გადაცემის ფორმატი იქნებოდა სტუდიისა და ქუჩის ცოცხალი ლაივი ერთდროულად. ერთი ჟურნალისტი სტუდიაში თავისი სტუმრებით, მეორე ჟურნალისტი ქუჩის რესპონდენტებთან, რომლებიც შემთხვევითი გამვლელები იქნებიან და უშუალოდ შეეძლებათ გასაუბრება სტუდიის სტუმრებთან. მათთვის შეკითხვების დასმა და კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმა. რასაკვირველია, ყოველი ახალი გადაცემა ახალ ქალაქთან ან სოფლთან იქნება დაკავშირებული. ფორმატის დახვეწა შესაძლებელია.
ამ ტიპის გადაცემით 1 გაიხსნება დიალოგი ხალხსა და ოპოზიციას შორი, 2. წარმოჩნდება რეალური სურათი, რა მხარდაჭერა აქვს სინამდვილეში ივანიშვილს. 3. ოპოზიციური ტელევიზიებიც თავს დააღწევენ ხელოვნურ იზოლაციას და ერთგვარ დინამიკას შექმნიან. 4. და რაც მთავარია, გაირღვევა იმედის პროპაგანდის მიერ ხალხისთვის თავს მოხვეული შავბნელი საბურველი.
დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა პროფესიონალიზმმა. მთავარი არხი • Mtavari ArkhiFormula • ფორმულაTV Pirveli • ტელეკომპანია პირველი”