ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი ქეთი ქურდოვანიძე:
ძალიან ტყუილად წვალობთ, ვერ გააქოცებთ ვერც ერეკლე მეორეს, მიუხედავად თავისი პოლიტიკური მარცხისა, იმიტომ რომ ეს საქართველოს მტრობით არ გაუკეთებია, ვერც ილია ჭავჭავაძეს, რამდენი “ენა, მამული სარწმუნეობაც” არ უნდა იძახოთ, ვერც ვაჟა ფშაველას მოარგებთ გავრილოვების სტუმარმასპინძლობის სტანდარტს, ახლა ზვიად გამსახურდიას მიადექით და ექვსი თვის წინ თქვენსავე გამოგონილ დიფსთეითს გინდათ მიაბათ მისი დამხობა და დევნა.
მე არც ზვიად გამსახურდიას შვილი ვარ და არც -ნათესავი. თუმცა ძალიან დიდი დრო მაქვს გატარებული მასთან ერთად ბრძოლაში-არც უცხოეთში გავქცეულვარ და არც შორიდან მიყურებია, როგორ ესროდნენ ჰაუბიცებს და ბომბებს. ამიტომ ზუსტად ვიცი, ვინ და რა ძალებმა დაამხეს პირველი პრეზიდენტი . ეს იყო რუსული სპეცსამსახურები და ფული გარედან, წითელი ინტელიგენცია და რუსული იარაღი შიგნით.
ასე რომ, მთლად სამასხარაოდ ნუ გაიხდით თავს